ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის ონლაინკურსები - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

07/05/2021 ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის (University of Hradec Králové - UHK) ონლაინ სასწავლო კურსების შესახებ, სტუ-ს სტუდენტებისთვის, 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=17369

ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) აცხადებს ონლაინ სასწავლო კურსებს სტუ-ს სტუდენტებისთვის.

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი სტუ-ს სტუდენტებს სთავაზობს ონლაინკურსებს 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

ონლაინკურსების პერიოდია 2022 წლის თებერვალ-ივნისი.

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტში წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, ასევე, სასწავლო კურსები და სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ, ასევე, აქ.

სასწავლო კურსების თემატიკა მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა:
• არქეოლოგია
• საარქივო მეცნიერება
• ისტორია
• პოლიტიკური მეცნიერებები
• სოციოლოგია
• სოციალური მუშაობა

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში სააპლიკაციო განაცხადები მიიღება 2021 წლის 1-ლი  სექტემბრიდან 13 სექტემბრმდე. უცხოურ ენაში გამოცდა ჩატარდება 15 სექტემბრამდე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონული ვერსიები, ასევე, უნდა გადააგზვნონ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge

სასწავლო პროგრამა უფასოა და კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ სტუ-სთვის გათვალისწინებულია კვოტა 4 სტუდენტის ოდენობით.

საკონტაქტო პირი:
ტომაშ ჰერჩიკი (Tomáš Herčík)
კოორდინატორი საერთაშორისო ოფისი
ელ.ფოსტა: tomas.hercik@uhk.cz

 

სიახლეებში დაბრუნება