UNESCO-ს ფოტოკონკურსი „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“

06/08/2021 წლევანდელი კონკურსის მთავარი თემებია ტექსტილი და სამოსი და კულტურული ურთიერთობები კოვიდ-19-ის დროში, მათ შორის ტექსტილისა და სამოსის სფეროში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად: 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე.

შემრჩევი კომისიის წევრები შეისწავლიან ფოტონამუშევრებს და გამოავლენენ გამარჯვებულებს თითოეული კატეგორიიდან (3-3 გამარჯვებული თითო კატეგორიიდან).

პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ პროფესიონალურ ფოტოაპარატს, მეორე ადგილზე გასულები - ნახევრადპროფესიონალურ ფოტოაპარატს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები კი - სამოყვარულო ციფრულ
ფოტოაპარატს.

ასევე, შერჩეული 50 ფოტონამუშევრისგან შედგება მოძრავი გამოფენა და გამოიცემა ფოტოალბომი.

ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 24 აგვისტომდე.

დეტალური ინფორმაცია და კონკურსის პირობები იხილეთ: https://en.unesco.org/silkroad/content/participate-youth-eyes-silk-roads-photo-contest-2021

 

სიახლეებში დაბრუნება