აზიის ბიზნეს აკადემია (AAB, Academy of Asian Business)საერთაშორისო კონკურსში WACC 2021 (World Asian Business Case Competition)

06/07/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე წლის 22 მარტს შემოვიდა საგარე საქმეთა სამინისტროს N266963 კორესპონდენცია აზიის ბიზნეს აკადემიის (AAB, Academy of Asian Business) საერთაშორისო კონკურსის WACC 2021 (World Asian Business Case Competition) შესახებ, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.

ზემოაღნიშნული საერთაშორისო კონკურსი  მიმდინარე წელს ტარდება სახელწოდებით “How Asian Brands Soar”. მასში მონაწილეობის მსურველებმა (2-3 სტუდენტისგან შემდგარმა ჯგუფმა) უნდა შეისწავლონ და წარმოადგინონ პრეზენტაცია, წამყვანი აზიური კომპანიის საქმიანობის და მისი მსოფლიო წარმატების შესახებ. საუკეთესო ათ გუნდს გადაეცემა AAB-ის სტიპენდია და მიეცემა შესაძლებლობა დაამყარონ კონტაქტები სხვადასხვა ორგანიზაციასთან.

კონკურსით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, მონაწილეობის შესახებ პირველადი განაცხადი უნდა წარადგინონ მ/წლის 15 აპრილამდე, ხოლო პროექტი მ/წლის 10 ივნისამდე. 21 ივნისს გამოვლინდება ათი საუკეთესო პროექტი, ხოლო 17 ივლისს დასახელდება გამარჯვებული (ვირტუალურ ფორმატში) ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები. მონაწილეობის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.aabworld.org/main/main.php.


 

სიახლეებში დაბრუნება