Fwd: JUNIA ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლა - გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და აკადემიური თანამშრომლებისთვის

05/05/2021
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=17034

ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის წევრი JUNIA ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლა (ლილი, საფრანგეთი) სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ისწავლება ფრანგულ, ინგლისურ ენებზე, ან მათი კომბინაციით.

ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამა ხელმისაწვდომია ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების გაცვლითი სტუდენტებისთვის. სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ მინიმალური B2 დონე სწავლების ენაში (ფრანგული ან ინგლისური).

ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
ფრანგულენოვანი სასწავლო პროგრამებისთვის იხილეთ:
Junia ISEN - სასწავლო პროგრამები ციფრულ და კომპიუტერულ მეცნიერებებში 
Junia HEI - სასწავლო პროგრამები სინჟინრო მიმართულებით
Junia ISA - სასწავლო პროგრამები სასოფლო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში  

JUNIA ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლა, ასევე, სთავაზობს აკადემიური თანამშრომლების მობილობის შესაძლებლობას პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის პროექტების საშუალებით (მაგალითად, Erasmus+). სწავლების ფორმა გულისხმობს შერეულ სწავლებას საკლასო და ონლაინ სწავლების მეთოდების კომბინაციით.

დაინტერესების შემთხვევაში, აკადემიურმა თანამშრომლებმა უნდა გააგზავნონ CV მოკლე აღწერილობით და სასურველი სასწავლო კურსის მონახაზით, JUNIA-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში, ელ.ფოსტაზე: international.cooperation@junia.com.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.  

დამატებითი ინფორმაცია და საინფორმაციო ცნობარი იხილეთ აქ.





 

სიახლეებში დაბრუნება