სტუდენტების დასაქმება კომპანია "ლაზიერი" აცხადებს ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტის ვაკანსიას.

05/03/2021

ლაზიერი, 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს „ლაზიერი“ მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont’s Corian®), ნეოლითის (TheSize’s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით.
ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს. ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

ლაზიერი ეძებს გუნდის ახალ წევრებს ავეჯის საწარმოში ავეჯის კონსტრუქტორის პოზიციაზე, როგროც სპეციალისტებს ისე დამწყებ მუშაკებს. დამწყებებს ჩაუტარდებათ სპეციალური ტრეინინგი.

ძირითადი მოვალეობები:

1.Bazis Woodworker პროგრამაში ავეჯის კონსტრუირება;

2.საწარმოო სქემის შემუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ავეჯის სპეციფიკის ცოდნა;

ავეჯის კონსტრუირების საფუძვლების ცოდნა;

3D პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება: Autodesk programs, Corel Draw; Bazis woodworker-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (ძირითადი პროგრამა);

MS Office-სთან მუშაობის გამოცდილება;

სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (ძირითადი პროგრამის ინტერფეისი რუსულ ენაზეა).

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: Ajangavadze@Lazieri.com

ყურადღება! გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის და პოზიციის დასახელება.

ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისსში, ფეიქრების 12.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი 09:00 – 18:30
გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:

Tell: 0322 31 50 50

·         www.Lazieri.com

·         www.Facebook.com/LazieriGeo

·         Instagram.com/LazieriGeorgia



 

სიახლეებში დაბრუნება