ილუსტრაციების კონკურსი

04/14/2021


10 აპრილს, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტმა (GISP) რუსეთის
ოკუპაციასთან დაკავშირებული ილუსტრაციების კონკურსი გამოაცხადა.

ილუსტრაციების კონკურსის მიზანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას
ოკუპაციის სიმძაფრე. ილუსტრაციებით გადმოვცეთ ის საფრთხე და ტკივილი, რაც
ამ მტრული მოქმედებებით მიადგა საქართველოს.


  • Fwd: Nსაქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ სტუდენტებს იწვევს მონაწილეობა მიიღონ საგაზაფხულო სკოლაში "საქართველოს  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი"

    15, 16, 17 აპრილს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტშე სეუ ჩატარდება საგაზაფხულო სკოლა " საქართველოს  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი" რომელშიც სეუს პროფესორებთან ერთად მონაწილეობას იღებენ NATO-სა და ევროკავშირის ელჩები და დარგის წამყვანი ექსპერტები აშშ საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან. 

    მონაწილეობენ:

    §  თამარა წულეისკირი - საინფორმაციო ცენტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, დირექტორი

    §  ვიქტორ დოლიძე - საქართველოს ელჩი ნატო-ში

    §  პოლკოვნიკი სტეფანი ბეიგლი -აშშ თავდაცვის ატაშე

    §  მარეკ შჩიგელი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი (EUMM)

    §  ვახტანგ მაისაია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს პროფესორი

    §  გელა ცაავა - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს პროფესორი

    §  დავით ძიძიშვილი - "სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი საქართველოსთვის" კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი

    §  დავით ბუჯიაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი

    §  ნინო ოხანაშვილი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს პროფესორი 

    §  თორნიკე შურღულაია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს პროფესორი

    პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები როგორც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, აგრეთვე სეუ-ს საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტებიდან სხვადასხვა ქვეყნიდან.

    საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს.

    საგაზაფხულო სკოლა ჩატარდება ონლაინ, ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

    პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგყველა მონაწილე მიიღებს საერთაშორისო სერტიფიკატსრომელიც გაიცემა ნატო-ს რეგიონალური ოფისის მიერ.

    რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1KWwv4AQ88nhLedB2Z6JVwrKBPJ-AaW6iR6tIFDT3z04/edit

    შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ სეუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს iro@seu.edu.ge

    თანდართული ფაილით გიგზავნით ღონისძიების განრიგს ATO საზაფხულო სკოლა






 

სიახლეებში დაბრუნება