გაცვლითი პროგრამა აბდულა გიულის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

04/12/2021 https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=16868


აბდულა გიულის უნივერსიტეტი (Abdullah Gül University - AGU) (კაისერი, თურქეთი) აცხადებს გაცვლით პროგრამას ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, 2021/2022 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის.

აბდულა გიულის უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი, სააპლიკაციო დოკუმენტაცია და პროცედურები იხილეთ აქ.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.04.2021
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 23 აპრილამდე.

ნომინირებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ სააპლიკაციო პროცედურები აბდულა გიულის უნივერსიტეტში 2021 წლის 30 მაისამდე.

  • Fwd: ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ტიმიშოარას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=16863
ტიმიშოარას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Università Politecnica di Timișoara - UPT) (ტიმიშოარა, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.21
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 23 აპრილამდე

საინფორმაციო გზამკვლევი და დამატებითი ინფორმაცია ტიმიშოარას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ტიმიშოარას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტიმიშოარას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, გეოდეზია, მექანიკა და მეტალურგია, კომპიუტერული მეცნიერებები, მშენებლობა, ტელეკომუნიკაცია, ბიზნესი და ადმინისტრირება).

  • Fwd: ვილნიუსის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Vilniaus kolegija/University of Applied Sciences – VIKO) (ვილნიუსი, ლიეტუვა) აცხადებს სასწავლო სასტიპენდიო პროგრამებ


https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=16874
ვილნიუსის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Vilniaus kolegija/University of Applied Sciences – VIKO) (ვილნიუსი, ლიეტუვა) აცხადებს სასწავლო სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღებას ლიეტუვის 2021-2022 მოკლევადიანი ინგლისურენოვანი კურსების პროგრამისთვის.

სტიპენდიის ტიპი: მოკლევადიანი (1-2 სემესტრი) სწავლება

სტიპენდიების რაოდენობა (კვოტა): 25

ლიეტუვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სია და სასწავლო პროგრამები იხილეთ ვებგვერდზე.

VIKO-ს მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ონლაინ განაცხადის სისტემის საშუალებით, 2021 წლის 16 აპრილამდე.

მოკლევადიანი სასწავლო სტიპენდიების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

საკონტაქტო პირი:
ქ.-ნი ვაივა ჩოკევიჩუტე (Ms. Vaiva Chockeviciute)
ელ.ფოსტა: v.chockeviciute@viko.lt

 

სიახლეებში დაბრუნება