შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი - 2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსი

04/12/2021 https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=16872

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს.

კონკურსის მიზანია, ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინარული მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
4. აგრარული მეცნიერებები;
5. სოციალური მეცნიერებები;
6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გრანტის მოპოვების მიზნით, პროექტი უნდა წარმოადგინოს ახალგაზრდა მეცნიერმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე 7 წლის განმავლობაში და მასპინძელმა დაწესებულებამ ერთობლივად.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდის კანცელარიაში განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 07.05.2022, 16:00 სთ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე.

  • ახალი ინიციატივა: ინოვაციური შესაძლებლობების განვითარება უმაღლესი განათლებისთვის

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=16870

ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპულმა ინსტიტუტმა (European Institute of Innovation and Technology - EIT) დაიწყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინიციატივა: ინოვაციური შესაძლებლობების განვითარება უმაღლესი განათლებისთვის (Innovation Capacity Building for Higher Education) - ახალი ინიციატივა ინოვაციებისა და მეწარმეობის ასამაღლებლად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ინიციატივის ფარგლებში გამოცხადებულია საპილოტო კონკურსი წინადადებების მისაღებად.

ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსორციუმებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა საპილოტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და ისარგებლონ ინოვაციებისა და მეწარმეობის პოტენციალით.

თემატიკა:
• ინსტიტუციური ჩართულობისა და ცვლილებების განვითარება
• პარტნიორობის განმტკიცება
• ინოვაციებისა და ბიზნესის განვითარება
• სამეწარმეო განათლების ხარისხის ამაღლება
• ცოდნის შექმნა და გავრცელება

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 მაისი, ხოლო შერჩეული საპილოტე პროექტები ცნობილი გახდება 2021 წლის ივნისში.

პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.


 

სიახლეებში დაბრუნება