Fwd: Erasmus+ გაცვლითი პროგრამა - კონკურსი და ონლაინკონსულტაციები თანამშრომლებისთვის

03/22/2021 https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=16710


26 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის ჩატარდება ონლაინკონსულტაცია Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით.

კონკურსი გამოცხადებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია და ზოგადი გზამკვლევი Erasmus+ მობილობის მსურველებისთვის იხილეთ ვებგვერდზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, შეუერთდნენ ჯგუფს ფეისბუკგვერდზე.

კორონავირუსის COVID-19 გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები შეჩერებულია, ამიტომ 19 მარტს, 14:00 საათზე, ჩატარდება ონლაინშეხვედრა, რომლის დროსაც დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ და ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია - https://www.webex.com/

შეხვედრის ლინკი:

Marika Zviadadze's Personal Room

https://meetingsamer37.webex.com/meet/pr1267627401 | 1267627401


  • Fwd: პრაღის საგაზაფხულო სკოლები 2021
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=16708


2021 წლის 12 - 16 აპრილს, პრაღის SCHOLA EMPIRICA არასამთავრობო სკოლის ორგანიზებით, პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) გაიმართება საგაზაფხულო სკოლები 2021 პროგრამა.

5-ღიან ონლაინ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატისა, მაგისტრატურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს.

საგაზაფხულო სკოლების პროგრამა მოიცავს:
• კრიმინალისტიკა, სამართალმცოდენობა და ფსიქოლოგია
• განვითარება, მდგრადობა და გლობალიზაცია

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

საკონტაქტო პირი: 
ეგლე ჰავრდოვა (Egle Havrdova) 
პროგრამის დირექტორი
ელ.ფოსტა: info@scholaempirica.org




 

სიახლეებში დაბრუნება