Fwd: ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო (CSC) პროგრამა პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტში - 2021/22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

03/20/2021 https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=16669

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (Beijing Institute of Technology - BIT) (პეკინი, ჩინეთი) აცხადებს ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო (CSC) პროგრამას 2021/22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის.

1. CSC-ს სრული სტიპენდია მოიცავს:
  • სწავლებას;
  • საცხოვრებელ ადგილს კამპუსში ან მის გარეთ, დამოკიდებულია ხელმისაწვდომობაზე
  • კომპლექსურ სამედიცინო დაზღვევას, დაცვის სქემას
  • ყოველთვიურ საარსებო თანხას: მაგისტრანტებისთვის - CNY 3,000 (აშშ დოლარი 485); PhD სტუდენტებისთვის - CNY 3,500 (აშშ დოლარი 565)
2. განაცხადის მიღების ვადა: 2021 წლის 15 აპრილი.

3. განაცხადისა და განხილვის დამუშავება მოხდება ჩვენი ონლაინ განაცხადის სისტემის საშუალებით
4. აპლიკაციის ონლაინ ბმული იხილეთ აქ.

განაცხადის პროცედურა და საჭირო დოკუმენტები იხილეთ აქ.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

საკონტაქტო პირი:
ქ-ნი CHEN Hui
საერთაშორისო სტუდენტთა მიღების ოფისი
ელ.ფოსტა: chenhui@bit.edu.cn

  • Fwd: ERC ევროპული კვლევების საბჭო - II საგრანტო კონკურსი "Consolidator Grants"
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=16686

ევროპული კვლევების საბჭო (European Research Council - ERC) აცხადებს მეორე საგრანტო კონკურსს - გრანტების კონსოლიდატორი (Consolidator Grants), რომელიც განკუთვნილია 7-12 წლიანი სამეცნიერო კვლევითი გამოცდილების მქონე მკვლევრებისთვის. 

კვლევის სფერო შეზღუდული არ არის. 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 აპრილი. 

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.


 

სიახლეებში დაბრუნება