Fwd: Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვენეციის IUAV უნივერსიტეტში- 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

03/19/2021 https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=16661

ვენეციის IUAV უნივერსიტეტი (Università Iuav di Venezia - IUAV) (ვენეცია, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 29.03.21
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 2 აპრილამდე.

ვენეციის IUAV უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვენეციის IUAV უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: არქიტექტურა და ქალაქგეგმარება, დიზაინი).


  • Fwd: ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=16663

ბარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Politecnico di Bari – POLIBA) (ბარი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2021
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე 

ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის მაღალი დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში, 2021 წლის ივნისის ჩათვლით (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: კომპიუტერული მეცნიერებები, ტელეკომუნიკაცია, ავტომატიკა).




 

სიახლეებში დაბრუნება