Fwd: კონკურსი - მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

03/18/2021 მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკისა და მის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პორტალ www.finedu.gov.ge-ს ორგანიზებითა და ფინანსური ორგანიზაციების ჩართულობით, მრავალი ცნობიერების ასამაღლებელი გლობალური ღონისძიება ტარდება საქართველოში.

წელს პირველად ვუერთდებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, რომელიც გლობალურად 1983 წლიდან, 15 მარტს იზეიმება და მომხმარებლების უფლებებს დაცვას ეძღვნება.

წლევანდელი ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე მასალების შექმნის წასახალისებლად სპეციალური კონკურსი გამოვაცხადეთ. მონაწილეებს შეუძლიათ შექმნან 2 ფორმატის მასალები:
·         ტექსტური, ბლოგის ფორმატის ნამუშევრები
·         ვიდეოფორმატის („Vlog“, „Motion Design“) ნამუშევრები.

კონკურსს 24 გამარჯვებული ეყოლება.
 
დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ.

ვფიქრობთ, რომ კონკურსში მონაწილეობა თქვენი სტუდენტებისთვის საინტერესო უნდა იყოს. მათ საშუალება მიეცემათ, გამოსცადონ თავიანთი შესაძლებლობები ცოდნის საინტერესოდ გამოცემაში და რაც მთავარია, თავადაც გაიგონ მეტი - თუ რა უფლებები აქვთ, მათ, როგორც ფინანსური ბაზრის მომხმარებლებს.

მოხარული ვიქნებით თუ თქვენს სტუდენტებს ჩვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გაუზიარებთ. კონკურსის პირობების მიწოდება კი თქვენი არხებით, სტუდენტების მეილებზე დაგზავნითა და მათთვის შექმნილ ფეისბუკ-ჯგუფებში გაზიარებით შეიძლება. აქვე ვურთავთ ღონისძიების შესაბამის ფეისბუკ ბმულსაც.

ნებისმიერი საკითხის დასაზუსტებლად, შეგიძლიათ მომწეროთ პირადად ან დაუკავშირდეთ ფინედუ-ს განყოფილებას მეილზე info@finedu.gov.ge.

მშვიდობიან და წარმატებულ კვირას გისურვებთ.

 

სიახლეებში დაბრუნება