სტიპენდიები ირლანდიაში

03/01/2021


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 17 თებერვალს შემოვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს N123696 კორესპონდეცნია, რომლითაც გვეცნობა ირლანდიის უმაღლესი განათლების ორგანოს (HEA) საერთაშორისო განათლების სასტიპენდიო პროგრამის შესახებ.

პროგრამა ხელმისაწვდომია არაევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის, ქართველი სტუდენტებისთვის. მასში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს, მაგისტრატურის და კვლევის/დოქტორანტურის სტუდენტებს. ერთწლიანი აკადემიური პროგრამა ითვალისწინებს სწავლის საფასურის სრულად დაფინანსებას და სტიპენდიას 10 ათასი ევროს ოდენობით.

დანართის სახით გიგზავნით სააპლიკაციო მოთხოვნების ამსახველ დოკუმენტს. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://eurireland.ie/2021/02/08/government-of-ireland-international-educationscholarships-2021/

დანართი: 8 ფურცელი.



 

სიახლეებში დაბრუნება