AIESEC Georgia - ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების შესახებ

03/01/2021

ახლაგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC-ის მარკეტინგის დეპარტამენტს გვსურს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გავაცნოთ აისეკის გაცვლითი პროგრამები და დავეხმაროთ მათ მიიღონ შესაძლებლობა გაემგზავრონ მსოფლიოს გარშემო 126 ქვეყანაში.

ახალგაზრდებს ვთავაზობთ, როგორც მოხალისეობრივ გაცვლით პროგრამებს (6-8 კვირა), ასევე  ანაზღაურებადი  სტაჟირების  პროგრამებს (6-78 კვირა).

ინფორმაციული სახის შეხვედრები უნივერსიტეტებთან უკვე დაწყებულია. პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე,  შეხვედრებს გთავაზობთ როგორც ონლაინ (Zoom-ის პლატფორმის საშუალებით), ისე აუდიტორიულ პირობებშიც (იმ შემთხვევაში თუ სწავლას არადისტანციურად აგრძელებთ).

მოხარული ვიქნებით თუ ინფო-სესიებში თქვენი უნივერსიტეტი და სტუდენტებიც  იქნებიან ჩართულები. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ამავე მეილის საშუალებით დაგვიკავშირდეთ და შემდგომ  უფრო დეტალურად გაგაცნობთ ინფორმაციას ინფო-სესიების თარიღის, ფორმატის, მსვლელობისა და სხვა დეტალების შესახებ.









 

სიახლეებში დაბრუნება