სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა - გაზაფხულის ნაკადი

02/22/2021

გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-14 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.


  გთხოვთ, მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით უზრუნველყოთ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელი თანხმობის ფორმის ხელმისაწვდომობა (დანართი 1).


გთხოვთ, მიმდინარე წლის 31 მარტამდე დანართი 2-ის შესაბამისად, მოგვაწოდოთ ინფორმაცია იმ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა შესახებ, რომელთაც განაცხადეს თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, არიან თქვენი ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტები, გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B (81-90%) ძალიან კარგი); აგრეთვე, იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი და განაცხადეს თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.


   დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს (+995 32) 2197755.

დანართი 1 თანხმობის ფორმა

დანართი 2 1 (excel) დოკუმენტი





საჯარო სამსახურის ბიურო



 

სიახლეებში დაბრუნება