ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისა და ონლაინკონსულტაციების შესახებ

02/07/2021
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის.

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია და ზოგადი გზამკვლევი Erasmus+ მობილობის მსურველებისთვის იხილეთ ვებგვერდზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, შეუერთდნენ ჯგუფს ფეისბუკგვერდზე.

კორონავირუსის COVID-19 გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები შეჩერებულია, ამიტომ ყოველ ორშაბათს, 14:00 საათზე, ჩატარდება ონლაინშეხვედრა, რომლის დროსაც დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, ასევე, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.

ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია - https://www.webex.com/

შეხვედრის ლინკი 
Marika Zviadadze's Personal Room
https://meetingsamer37.webex.com/meet/pr1267627401 | 1267627401





 

სიახლეებში დაბრუნება