ჰაიდელბერგცემენტის დიზაინერული კონკურსი

01/14/2021
      გამოაგზავნე განაცხადი 31 იანვრამდე, არ გამოტოვო შანსი გახდე გამარჯვებული და მოიგო 2500 ლარი!      

  თუ აქამდე არ იცოდი, კომპანია ჰაიდელბერგცემენტი, კასპის გამგეობასთან თანამშრომლობით, კასპში მდებარე მოედნის განახლებას გეგმავს და მისი წინასწარი დიზაინის კონცეფციის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს - რომლის გამარჯვებულიც შეგიძლია გახდე შენ და დასაჩუქრდე 2500 ლარით!  

- ხარ კრეატიული და კონცეპტუალურად მოაზროვნე?
- მზად ხარ შექმნა ინსტალაციის დიზაინი კასპში მდებარე მოედნისთვის? 
- მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!
- მოიფიქრე ბაზარზე ხელმისაწვდომი მასალებით ასაგები ორიგინალური კონსტრუქცია;
- გაითვალისწინე კასპში მდებარე მოედნის ზომები: შიდა დიამეტრი - 5,450 მ;  გარე დიამეტრი 5,750 მ;
- გამოგვიგზავნე პროექტი დაწესებულ დედლაინამდე, გაიმარჯვე და მიიღე საჩუქრად დაწესებული თანხა! 
- პროექტებს განიხილავს ჰაიდელბერგცემენტის გუნდისა და კასპის გამგეობისგან დაკომპლექტებული ჟიური და გამოავლენს გამარჯვებულს.  
დამატებითი ინფორმაცია:
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია, როგოც ფიზიკურ პირს, ასევე კომპანიას;
  • ინსტალაციას არ უნდა ჰქონდეს ფუნქციონალური დატვირთვა;
  • პროექტი განხორციელებადი უნდა იყოს საქართველოში მოპოვებადი მასალებით და პროექტის ავტორს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, თუ როგორ იქნება შესაძლებელი მისი განხორციელება;

     პროექტი მიიღება ელექტრონულად რენდერის/სკეჩის სახით ელ-ფოსტის მისამართზე:  marketing@heidelbergcement.ge
ჩვენ გვჯერა შენი იდეებისა და წარმოსახვის უნარის, გისურვებთ წარმატებას!



 https://www.facebook.com/HeidelbergCement.ge/posts/419243519415610


 

სიახლეებში დაბრუნება