ინოვაციური განათლების ცენტრი - შეთავაზება

12/08/2020

გწერთ, ინოვაციური განათლების ცენტრიდან. ინოვაციური განათლების ცენტრი, ახორციელებს სხვადასხვა შინაარსისა და ხანგრძლივობის პროექტებს განათლების სფეროში საგანმანათლებლო დაწესებულებების, ტრენინგ ცენტრების, ფიზიკური პირებისა და კომპანიებისთვის.


ჩვენი ცენტრის მიზანია, საფუძველი ჩაუყაროს განათლებაში ინოვაციურ მიდგომებს, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ განვითარებასა და ავტორიზაცია/აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისად სწავლების მეთოდების დახვეწას, საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებით ქმედითი შედეგების მისაღწევად.


გვსურს, წარმოგიდგინოთ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შექმნილი მიმდინარე მოდულები:

  • 2 დღიანი სასერტიფიკატო ტრენინგი - "სწავლების აქტიური მეთოდების გამოყენება ონლაინ სწავლების დროს";

  • 1 დღიანი ტექნიკური ტრენინგი - "ონლაინ პლატფორმების გამოყენება სასწავლო პროცესში";

  • 6 დღიანი სასერტიფიკატო პროგრამა - "ფსიქოლოგიური, ტექნიკური და ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება ონლაინ სწავლებაში".

ინოვაციური განათლების ცენტრის და აღნიშნული ტრენინგ მოდულების  შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ მიბმული PDF ფაილი.


შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა ტრენინგი ტარდება ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაში. 


აქვე, გიგზავნით ინოვაციური განათლების ცენტრის დირექტორის,


საკონტაქტო ნომერს: +995 577 190 646 მარიამ დარბაიძე. 


მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ დრო ჩვენი შეტყობინების წასაკითხად, 


დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

დანართი

 

სიახლეებში დაბრუნება