Fwd: პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ - ინგლისური ენის ონლაინკურსები “Learn English Select”

12/04/2020 https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=15981


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი, პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომლებსაც სურთ ინგლისური ენის შესწავლა ან ცოდნის გაუმჯობესება, სთავაზობს ინგლისური ენის შემსწავლელ ონლაინკურსებს “Learn English Select”.

Learn English Select არის მოქნილი ონლაინ თვითმართვადი კურსი სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, რომელიც ხელს უწყობს სწავლის მსურველებს ისწავლონ თავიანთ სტუდენტურ თუ სამუშაო გრაფიკზე მორგებული სასურველი გრაფიკით.

კურსი მონაწილეებს ეხმარება ლექსიკური მარაგების შესასწავლად, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამუშაო სიტუაციებში.

კურსი მოიცავს ექვსი ინტერაქტიული თვითწვდომის დონეს. თითოეული დონე შედგება 40 თვითმართვადი გაკვეთილისგან. ის შეიძლება დასრულდეს დაახლოებით 20-25 კვირაში.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 დეკემბერი.

ონლაინკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.



 

სიახლეებში დაბრუნება