გაეროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ძირითადი ჯგუფი - სტაჟირება საგრანტო პროსპექტორისა და კომუნიკაციების ასისტენტის პოზიციებზე

11/21/2020

  • გაეროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ძირითადი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული სტაჟირების შესახებ საგრანტო პროსპექტორისა და კომუნიკაციების ასისტენტის პოზიციებზე


https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=15923



გაეროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ძირითადი ჯგუფი (United Nations Major Group for Children and Youth) აცხადებს ორ სტაჟირების/დასაქმების სრულყოფილ შესაძლებლობას, მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში, შემდეგ პოზიციებზე: საგრანტო პროსპექტორი; კომუნიკაციების ასისტენტი.

გაეროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ძირითადი ჯგუფი (UNMGCY) არის გაეროს გენერალური ასამბლეის მანდატით დანიშნული, ოფიციალური და თვითორგანიზებული სივრცე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის (30 წლამდე), გაეროში მნიშვნელოვანი პოლიტიკის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

საკონტაქტო პირი:
ჯეკ შოუერსი (Jack Showers), მენეჯერი 
ელ.ფოსტა: jack.showers@umgcy.org  



  • ჩანდიგარის უნივერსიტეტი - ონლაინ სემესტრული პროგრამა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=15925
ინდოეთის ჩანდიგარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი აცხადებს ონლაინ სემესტრულ პროგრამას დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, როგორც სტუდენტების კარიერის ინტერნაციონალიზაციის ალტერნატივას და იწყებს ნომინაციების მიღებას ონლაინ გაცვლითი პროგრამისთვის.

სემესტრის თარიღები 2021 წ:

საგაზაფხულო მიღება - სემესტრის დასაწყისი: 2021 წლის 15 იანვარი (სავარაუდო);
სემესტრის დასასრული: 2021 წლის მაისის შუა რიცხვები.

შემოდგომის მიღება - სემესტრის დასაწყისი: 2021 წლის 21 აგვისტო (სავარაუდო);
სემესტრის ბოლოს: 2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვები (სავარაუდო).

ნომინაციების მიღების ბოლო ვადა:
გაზაფხულის სემესტრისთვის - 2020 წლის 30 ნოემბერი
შემოდგომის სემესტრისთვის - 2021 წლის 15 აპრილი.

სწავლა ამჟამად მიმდინარეობს ონლაინრეჟიმში, მხოლოდ ინგლისურ ენაზე შეთავაზებულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამების კურსებზე.

სააპლიკაციო დოკუმენტები
- აპლიკაციის დასკანირებული ფორმა
- ოფიციალური ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე
- ფოტო JPG. ფორმატით
- მოქმედი პასპორტის სკანირებული ასლი (ძალაშია მინიმუმ 6 თვის შემდეგ საზღვარგარეთ სემესტრის სავარაუდო დასრულებიდან)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი
- CV
- სამოტივაციო წერილი.

სასწავლო კურსების შერჩევისათვის დაინტერესებული აპლიკანტები უნდა დაუკავშირდნენ ჩანდიგარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს ელ.ფოსტაზე: int.admissions@cumail.in.

 სასწავლო ხელშეკრულების გაგზავნა საჭიროა სხვა აუცილებელ საბუთებთან ერთად, ერთ pdf ფაილში, ელექტრონული ფოსტით, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში (int.admissions@cumail.in).

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებიხილეთ ჩანდიგარის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

  • ლიუბლიანას უნივერსიტეტი - სადოქტორო საზამთრო სკოლა

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=15927

ლიუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლა აცხადებს სადოქტორო საზამთრო სკოლას 2021 წლის 15-19 თებერვალს. 

ონლაინ სასწავლო კურსებში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორანტებს, პოსტ-დოქტორებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და პროფესიონალებს. საზამთრო სკოლის ონლაინკურსებს მსოფლიოში აღიარებული პროფესორები უხელმძღვანელებენ.

ერთი კურსის (თითოეული კურსი - 4 ECTS) ღირებულებაა 600 ევრო.

სააპლიკაციო განაცხადებსი წარდგენის ბოლო ვადა: 01.02.2021.

საზამთრო სკოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე



 

სიახლეებში დაბრუნება