Fwd: მოსაწვევი ფორუმზე "მწვანე ნაგებობები: საერთაშორისო გამოცდილება და სექტორთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობა”

11/11/2020

დღევანდელ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია სამშენებლო კომპანიების მიერ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და უფრო თანამედროვე, მწვანე მიდგომებზე გადასვლა.

12 ნოემბერს 11:00 საათზე, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით ფორუმი გაიმართება თემაზე „მწვანე ნაგებობები: საერთაშორისო გამოცდილება და სხვადასხა სექტორთა თანამშრომლობის მნიშვნელობა“.

ონლაინ ფორუმი მიზნად ისახავს სწორედ მწვანე ნაგებობების შესახებ დისკუსიის წამოწყებას, თემის დღის წესრიგში დაყენებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

ღონისძიებაზე მომხსენებლებად მოწვეული არიან საერთაშორისოდ აღიარებული ევროპელი ექსპერტები - ქრის ბათერსი, ოსლოს უნივერსიტეტის განვითარებისა და გარემოს ცენტრიდან და სენდი ჰალიდეი, გაია ჯგუფი, ედინბურგი. საუკეთესო დიზაინის პრინციპების საილუსტრაციოდ მომხსენებლები წარმოადგენენ გამორჩეულ პროექტებს, იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება სამშენებლო ინდუსტრია განვითარდეს „მწვანე ნაგებობების“ მიმართულებით, როგორ უნდა დავსახოთ მიზნები და გავზომოთ შედეგები, ასევე, რატომ არ უნდა ღირდეს მწვანე ნაგებობები უფრო მეტი.

ფორუმი ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისათვის, როგორიცაა: საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, გარემოს დამცველები, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, შენობების მესაკუთრეები და ოპერატორები, არქიტექტურული სააგენტოები, უმაღლესი სასწავლებლები, სამთავრობო და მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები და სხვ.



თარიღი და ხანგრძლივობა: 12 ნოემებრი, 2020, 11.00 - 13.30 (GMT + 4)

მასპინძელი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

ჩატარების ადგილი: ონლაინ (ZOOM)

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი).

რეგისტრაცია: ფორუმზე დასასწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ლინკზე - https://form.jotform.com/203011349040034 10 ნოემბრამდე (რეგისტრირებულ მონაწილეებს გაეგზავნებათ ბმული ფორუმზე დასასწრებად).

Facebook event



ფორუმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.



 

სიახლეებში დაბრუნება