ემპირიული კვლევის მეთოდების გლობალური სკოლა GSERM - ონლაინკურსები

10/08/2020  https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=15540


ლიუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) ემპირიული კვლევის მეთოდების გლობალური სკოლა (GSERM) აცხადებს ინგლისურენოვან ონლაინ კურსებს 2021 წლის იანვრისთვის.

პროგრამა დაეხმარება მონაწილეებს მოწინავე მეთოდური უნარ-ჩვევების დაუფლებაში, რაც მათ საშუალებას მისცემს უახლესი აკადემიური კვლევების ჩატარებისთვის.

თითოული ემპირიული კვლევითი კურსი 4-კრედიტიანია.

კურსები გაიმართება 2021 წლის 4-8 და 11-15 იანვარს (პირველი და მეორე სესია).

ღირებულება
მაგისტრანტი / დოქტორანტი / პოსტდოქტორი: 1 კურსი - 600 ფრანკი; 2 კურსი - 1,100 ფრანკი
პრაქტიკოსი / ინსტიტუციური პარტნიორები: 1 კურსი - 1,400 ფრანკი; 2 კურსი - 2,300 ფრანკი.

დაინტერესებული პირებისთვისგანაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 6 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი
ელ.ფოსტა: gserm@unisg.ch

 

სიახლეებში დაბრუნება