2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსება

10/02/2020 "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის "გ3" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) წარდგინებით, განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არაუმეტეს 10% - ის ფარგლებში. 
 სოციალური პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge, 2020 წლის 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტოს ოფიციალურ ვებგვერდზე https://www.mes.gov.ge

დანართი: საქართველოს მთავრობის დადგენილება №591.


 

სიახლეებში დაბრუნება