კომპანია ,,ჯეო-გლასს“-ი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მხაზველის პოზიციაზე

09/24/2020

კომპანია „ჯეო-გლასს“-ი საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2009 წლიდან, კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მინისა და ალუმინის წარმოება,რეალიზაცია,პროექტების დაგეგმვა და შესრულება.

კომპანია ,,ჯეო-გლასს“-ი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მხაზველის პოზიციაზე:

ძირითადი მოთხოვნაა

·         კომპიუტერული პროგრამები autoCad და ArchiCad-ის ცოდნა.

·         სასურველია განათლება -საინჟინრო, აქრიტექტურის მიმართულებით.

სამუშაოს აღწერილობა:

ჩვენი სამუშაო მოიცავს-უკვე დაპროექტებული შენობებისთვის კარ-ფანჯრებისა და საფასადე სისტემებისათვის ნახაზების მომზადებას. ასევე,ამ მხრივ კონკრეტული პროექტებისათვის საჭირო რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევას.

სამუშაოს დიდი ნაწილი იწარმოება პროგრამა ORGADATA (LOGIKAL)რომელსაც შევასწავლით სამუშაო პროცესში.

ასევე,სამუშაო პროცესში შევასწავლით ალუმინის კონსტრუქციებისა და მინა-პაკეტების წარმოების სპეციფიკაციას.

 

 

     პიროვნული უნარები:

·         პასუხისმგებლობა;

·         დეტალებზე ორიენტირება;

·         ოპერატიულობა;

·         კომუნიკაბელურობა;

·         გუნდურობა;

·         პრობლემის ანალიზი;

სამუშაო პირობები:

·         5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათი-პარასკევი)

·         სამუშაო დრო: 09:00-18:00 (შესაძლებელია სწავლასთან შეთავსებაც)

·         ლოკაცია: თბილისი, პეკინის ქ. N4ა.

·         ანაზღაურება: ფიქსირებული-400 ლარი

 

ჩვენ გთავაზობთ:

·         კომფორტულ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს.

·         წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას

·         3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების დასრულების შემდეგ შტატში ჩასმას და ხელფასის მატებას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით) შემდეგ მისამართზე: hr@geoglass.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. (მხაზველი)

საკონტაქტო პირი-გურანდა ხატიძე (ტელ) 551134495

 

გისურვებთ წარმატებას!


 

სიახლეებში დაბრუნება