ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით

08/25/2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 10 აგვისტოს შემოვიდა  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს N677468 კორესპონდენცია  2021-2022 აკადემიური წლისთვის ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოცხადებული კონკურსის შესახებ.

ჩეხური მხარის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფილია 20 სტიპენდია ჩეხური (9) და ინგლისურენოვანი (11) პროგრამებისთვის შემდეგ სფეროებში: მშენებლობა, ფინანსები, სოფლის მეურნეობა, მათემატიკა, სტატისტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა.

დეტალური  ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თანდართულ  ვებგვერდზე:

https://www.msmt.cz/eu-and-international-affairs/government-scholarships-developing-countries?lang=2


 

სიახლეებში დაბრუნება