სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში, მოქმედი საპრეზიდენტო სტიპენდიის პროგრამის შესახებ,

07/15/2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 8 ივლისს შემოვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს N579636 კორესპონდენცია, სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში, მოქმედი საპრეზიდენტო სტიპენდიის პროგრამის შესახებ, რომელიც უცხოელ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა განაგრძონ სადოქტორო პროგრამაზე.

საპრეზიდენტო სტიპენდიის ფარგლებში საერთაშორისო განაცხადების მიღება წარმოებს, როგორც კორეულ, ასევე ინგლისურენოვან მიმართულებებზე. სტიპენდიის მფლობელებს, სრულად დაუფინანსდებათ სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში ექვსი სემესტრის სწავლის გადასახადი, მგზავრობის ხარჯი (ეკონომ კლასის ავიაბილეთი) და სამედიცინო დაზღვევა. უნივერსიტეტში მიღებული კანდიდატი, მაქსიმუმ 4 წლის განმავლობაში, ასევე მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 1.500.00-2.000.000 კორეული ვონის (დაახლოებით 1.250-1.600 აშშ დოლარი) ოდენობით. 2021 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, ონლაინ განაცხადების მიღება იწარმოებს მ.წ. 20 ივლისიდან 30 ივლისამდე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, სტუდენტებს, რომლებიც ჯერ არ ფლობენ დოქტორის ხარისხს. დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: ინჟინერია, მედიცინა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განვითარების მეცნიერებები და კორეათმცოდნეობა.

დანართის სახით გიგზავნით სააპლიკაციო ფორმას, აგრეთვე სრულ ინფორმაციას უნივერსიტეტში მიღების კრიტერიუმების და პროცედურების შესახებ.

ზემოაღნიშნული ინფორმაციით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მიაწოდოთ თქვენი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს.


APPLICATION FOR  『SNU PRESIDENT FELLOWSHIP』Spring 2021



Graduate

Admissions Guide for International Students



 

სიახლეებში დაბრუნება