ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ტალინის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ.

07/14/2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 8 ივლისს შემოვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს N577721 კორესპონდენცია „განვითარების თანამშრომლობის“ ფარგლებში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ტალინის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ. ზემოაღნიშნული ფონდი სტიპენდიებს გამოყოფს  სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვასა და ბელარუსიდან.

ესტონური სტიპენდიის ფარგლებში ფინანსდება 2 წლიანი სასწავლო კურსის, ყოველთვიური სტიპენდია სტუდენტებისთვის. 

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის შესაეხებ იხილეთ ტალინის უნივერსიტეტის ვებგვერდზე:

https://www.tlu.ee/en/ministry-foreign-affairs-scholarships-2020

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 12 აგვისტო. 


 

სიახლეებში დაბრუნება