თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2020

07/04/2020

Tbilisi Architecture Biennial 2020

Tbilisi Architecture Biennial / თბილისის არქიტექტურის ბიენალე

2020 წლის 31 ივლისი


ღია კონკურსი
„რა გვაქვს საერთო"
2020 წლის 17 ოქტომბერი - 8 ნოემბერი

კონკურსი აერთიანებს ოთხ სხვადასხვა კატეგორიას:

* ფიზიკურ სივრცეში განხორციელებული პროექტი (ნამუშევარი/კვლევა ნებისმიერ ფიზიკურ ფორმატში)
* ციფრულ სივრცეში განხორციელებული პროექტი (ნამუშევარი/კვლევა ნებისმიერ ციფრულ ფორმატში)
* საგანმანათლებლო აქტივობა / ვორქშოფი (ციფრულ ან ფიზიკურ ფორმატში)
* ნაშრომები პუბლიკაციისთვის.

კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ან ქართულ ენაზე ქართველი / და ინგლისურ ენაზე უცხოელი მონაწილეების მიერ. შერჩეული პროექტები შესაძლოა განხორციელდეს გეოგრაფიული შეზღუდვის გარეშე ციფრულ ან ფიზიკურ ფორმატში. ყველა წარმოდგენილი პროექტი მკაფიოდ უნდა ეხმაურებოდეს ბიენალეს თემას „რა გვაქვს საერთო".

ერთ განმცხადებელს შეუძლია განაცხადი რამდენიმე კატეგორიაში წარმოადგინოს. თუმცა, შეზღუდული ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, რამდენიმე კატეგორიაში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, კომისია გამარჯვებულთან კონსულტაციის შედეგად შეარჩევს მხოლოდ ერთ კატეგორიას, რომელიც ის გრანტს მიიღებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 31 ივლისი, 23:59; ცენტრალური ევროპის დრო.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 17 აგვისტოს.

გთხოვთ, განაცხადები და კონკურსთან დაკავშირებული კითხვები გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: submit@biennial.ge. მეილის სათაურში მიუთითეთ კონკურსის იმ კატეგორიის დასახელება, რომელშიც გსურთ მონაწილეობის მიღება. განაცხადის გამოგზავნის შემდეგ 24 საათის განმავლობაში მოგივათ საბუთების მიღების დამადასტურებელი წერილი. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი არ მოგივათ, განაცხადის პაკეტი ხელახლა გამოაგზავნეთ.

წლევანდელი ბიენალეს თემის, ჩატარების ადგილისა და დროის, კონკურსის პირობების, ნამუშევრის განხორციელების შესაძლო ფორმატისა და კატეგორიების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბიენალეს ვებგვერდს: biennial.ge .

გთხოვთ, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია და გადაუგზავნოთ ის ყველა შესაძლო დაინტერესებულ პირს.

#WhatDoWeHaveInCommon

 

What Do We Have In Common
October 17 - November 8, 2020

The Biennial accepts proposals in four different categories:

* Physical projects (works/research in any physical format)
* Digital projects (works/research in any digital media format)
* Educational activity / Workshop (digital or physical)
* Contributions to publication.

Applications must be submitted in English or Georgian by Georgian / and English by the foreign applicants. Selected projects will have an opportunity to be realized in a digital or physical format with no limit to geographic locations. All projects must have a clear relation to the theme of the Biennial What Do We Have in Common.

Applicants may submit their proposals in more than one category. Nevertheless, due to the limited financial fund in case of success in several ones, the committee reserves the right to issue only one grant to the same applicant after consulting him/her.

Application deadline: July 31, 2020 23:59 CET

Results of selection process will be announced on August 17, 2020.

Applications and all related questions should be directed to the following e-mail: submit@biennial.ge . Please, indicate in the subject line the title of the category you are applying for. Applicants will receive confirmation of receipt of submitted documents within 24 hours. In case, confirmation is not received please, resubmit the application package once again.

For more detailed information on the topic, location and dates of the Biennial, terms of the open call, possible format of works and categories please, consult the website: biennial.ge .

Please, disseminate this information among those who may be interested in applying and participation.

#WhatDoWeHaveInCommon



 

სიახლეებში დაბრუნება