სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი “ქაღალდის (ვირტუალური) არქიტექტურა” თემაზე: არქიტექტურა დისტანციური ურთიერთობისთვის; ბაკალავრებისთვის და მაგისტრანტებისთვის

04/01/2020

2020 წლის 1 აპრილი. შევქმნათ ისეთი არქიტექტურა რომელიც პანდემიის დროს ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კომუნიკაციას, ურთიერთობას. აღნიშნული თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარტოხელა ადამიანებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვი. სლოგანი: ცალცალკე, მაგრამ ერთად; პარადიგმა "მრავალფანჯრიანი ეკრანი"; არქიტექტურის პასუხი პანდემიას და ახალი ტიპოლოგიის შექმნა.

აღნიშნული თემა შესაძლებელია გაკეთდეს სამი მიმართულებით: ქალაქგეგმარებითი, არსებული შენობა-ნაგებობის ტრანსფორმაცია და სრულიად ახალი არქიტექტურული ობიექტის შექმნა.

შეფასების კრიტერიუმი: სიახლე, გამომგონებლობა მხატვრული გადაწყვეტა.

პროექტი უნდა ჩაბარდეს ელექტრონული სახით( JPG ფაილად);

ჩაბარების ვადა 2020 წლის 30 აპრილი

ყურადღება მიექცევა შესრულების ხარისხს (გრაფიკა) და ვიზუალურად მასალის წარმოდგენის კულტურას.

გთხოვთ მასალები გამოაგზვნოთ შემდეგ მისამართზე: arch@gtu.ge

გისურვებთ წარმატებას


 

სიახლეებში დაბრუნება