„საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“

05/15/2020   ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“   არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო
ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ "განათლების ხელშეწყობის
პროგრამის ფარგლებში აცხადებს ღია კონკურსს აფხაზეთიდან დევნილი
სტუდენტების სწავლის ღირებულების დასაფინანსებლად.
გთხოვთ აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელოთ უნივერსიტეტის ფარგლებში, რათა
მატერიალური თანადგომა მიიღონ იმ ნიჭიერმა და მაღალი აკადემიური მოსწრების
მქონე სტუდენტებმა, რომელთაც განსაკუთრებით ესაჭიროებათ ჩვენი ფინანსური
მხარდაჭერა სრულფასოვანი განათლების მისაღებად.
განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის ქვეპროგრამაში მონაწილეობის მისაღებად
სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადები ვებ გვერდზე: www.iids.ge და
ატვირთონ საჭირო საბუთები. დაფინანსების პირობები განთავსებულია, როგორც
ვებ-გვერდზე, ასევე ჩვენს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე: International
Initiative for Development and Support IIDS".

 

სიახლეებში დაბრუნება