ამერიკისმცოდნეობის 21-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

05/26/2020

26/04/20 კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველთა საყურადღებოდ.

პატივცემულო კოლეგებო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე წლევანდელი კონფერენცია ვერ ჩატარდება ტრადიციული ფორმატით.  ამიტომ საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა კონფერენციის განსხვავებული გზით ჩატარება. კერძოდ, გთხოვთ 18 მაისამდე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე geoamstud.conference@tsu.ge გადმოგვიგზავნოთ საკონფერენციო მოხსენების ტექსტი (არაუმეტეს 5 გვერდისა) და რეზიუმე ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 300 სიტყვისა). მოხსენებისა და რეზიუმეს ტექსტისთვის: შრიფტი sylfaen, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5. გთხოვთ, მოხსენებას მარჯვენა კუთხეში დაურთოთ თქვენი სამეცნიერო ხარისხი, აკადემიური თანამდებობა და სამუშაო ადგილი. მოხსენება არ საჭიროებს სქოლიოებს მას მხოლოდ უნდა ერთვოდეს   გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი. საკამრისია რამდენიმე ძირითადი წყაროს მითითება. 

მოხსენებები ელექტრონული სახით განთავსდება ამერიკისმცოდნეობისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდებზე.

ტრადიციისამებრ სარედაქციო კოლეგია შეარჩევს მოხსენებებს ჟურნალ ,,ამერიკის შესწავლის საკითხებში“ დასაბეჭდად.

პატივისცემით,

საორგანიზაციო კომიტეტი











ОтветитьПереслать






 

სიახლეებში დაბრუნება