საქველმოქმედო აქცია

11/27/2019


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან და თანამშრომლებთან ერთად  უნივერსიტეტის ფარგლებში 1 დეკემბრიდან - 15 დეკემბრის ჩათვლით ატარებს მასშტაბურ საქველმოქმედო აქციას. აქციის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს შევაგროვოთ სხვადასხვა საკვები პროდუქტები, ბავშვებისათვის სათამაშოები, წიგნები, ტკბილეული, თბილი ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები რომლებსაც 17 დეკემბრისთვის ჩავუტანთ ძეგვის თავშესაფარში მცხოვრებთ. ახალი წლის დღეებში კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრი „მოდი ნახე“ უმასპინძლებს ბავშვებს „საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე“.

      მოგმართავთ თხოვნით მხარი დაუჭიროთ და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უზრუნველყოთ ამ აქციაში  ფაკულტეტის საბჭოს წევრების ჩართულობა რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ რაც შეიძლება მეტ პატარას გავულამაზოთ ახალი წელი.


 

სიახლეებში დაბრუნება