საპროექტო დავალება დამოუკიდებელი მუშაობისთვის:

04/26/2020 დავალება გულისხმობს მცირე ზომის მოდულური საზოგადოებრივი კლინიკის
დაპროექტებას პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის. მათ ამავე დროს შეუძლიათ
გაუწიონა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება საგანგებო სიტუაციების დროს.
მაგალითად ეპიდემიის დროს მსგავსი კლინიკები მუშაობენ, როგორც მცირე ზომის
საავადმყოფოები (მინი საავადმყოფო)
მოთხოვნები:
საკონსულტაციო სამკურნალო სივრცე
გარდერობი
მოსაცდელი ადგილი
აფთიაქი და საწყობი
სივრცე მინი-ლაბორატორიისთვის
სანკვანძი
პროექტირების დროს დასაშვებია დაემატოს სხვა ფუნქციებიც. ასევე შესაძლებელია
შერჩეული იყოს ნებისმიერი ადგილი მშენებლობისთვის, როგორც ქალაქში ისე ქალაქის
გარეთ.
აუცილებებლია კრეატიულობა, გამომგონებლობა კლინიკის არქიტექტურულ-მხატვრული
სახის გადაწყვეტისას.
კლინიკა შესაძლებელია აწყობილი იყოს სატვირთო კონტეინერებისგან, ასაწყობი და
მოდულური კონსტრუქციებისგან. აუცილებელია შექმნათ ექსპერიმენტული,
არატრადიციული, ორიგინალური სამედიცინო სივრცე. ამავე დროს იგი უნდა იყოს
ფუნქციური და ესტეტიკის თვასაზრისით სასიამოვნო.
ფართი მშენებლობისთვის არ უნდა აღემეტებოდეს 50 კვ. მ.
პროექტის შესრულების თარიღი: 2020 წლის 30 მაისი
შეფასებისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
კონცეფცია
ორიგინალობა
ესთეტიკა
სივრცის ეფექტური გამოყენება
პრაქტიკულობა და ფუნქციურობა

პროექტი უნდა ჩაბარდეს ელექტრონული სახით( JPG ფაილად);
ყურადღება მიექცევა შესრულების ხარისხს (გრაფიკა) და ვიზუალურად მასალის
წარმოდგენის კულტურას.
გთხოვთ მასალები გამოაგზვნოთ შემდეგ მისამართზე: arch@gtu.ge

 

სიახლეებში დაბრუნება