სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი

04/26/2020 შევქმნათ ისეთი არქიტექტურა რომელიც პანდემიის დროს ხელს შეუწყობს
ადამიანებს შორის კომუნიკაციას, ურთიერთობას. აღნიშნული თემა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარტოხელა ადამიანებისთვის, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებისთვი. სლოგანი: ცალცალკე, მაგრამ ერთად;
პარადიგმა "მრავალფანჯრიანი ეკრანი"; არქიტექტურის პასუხია პანდემიას და
ახალი ტიპოლოგიის შექმნა.
აღნიშნული თემა შესაძლებელია გაკეთდეს სამი მიმართულებით:
ქალაქგეგმარებითი, არსებული შენობა-ნაგებობის ტრანსფორმაცია და სრულიად
ახალი არქიტექტურული ობიექტის შექმნა.
შეფასების კრიტერიუმი: კრეატიულობა, ინოვაციურობა, გამომგონებლობა
მხატვრული გადაწყვეტა.
პროექტი უნდა ჩაბარდეს ელექტრონული სახით( JPG ფაილად);
ჩაბარების ვადა 2020 წლის 30 აპრილი
ყურადღება მიექცევა შესრულების ხარისხს (გრაფიკა) და ვიზუალურად მასალის
წარმოდგენის კულტურას.
გთხოვთ მასალები გამოაგზვნოთ შემდეგ მისამართზე: arch@gtu.ge

გისურვებთ წარმატებას

 

სიახლეებში დაბრუნება