“დიდი იდეების კონკურსი 2020’’

03/12/2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსითკილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვისმე-2 წლის პროექტში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცხადდება დიდი იდეების კონკურსი 2020“ (Big Idea Challenge – 2020)რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ სტუ- ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს 35 წლის ასაკამდე, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნეს პროექტებად აქციონ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულებზე 

http://innovations.gtu.ge/ 

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=14415

FB: https://www.facebook.com/InnovationsGTU  

გთხოვთ გაეცნოთ ინფორმაციას და სურვილის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ კონკურსში

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ აპლიკაციაზე მითითებულ ნომერზე (გთხოვთ იხილეთ ატვირთული ფაილი).

აქვე გაცნობებთ, რომ აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 3 აპრილი.

გისურვებთ წარმატებებს!

პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი


აპლიკაციის ფორმა


 

სიახლეებში დაბრუნება