პროექტი და ვორქშოფი:

02/14/2020

პროექტი და ვორქშოფი: "წეროვანის კულტურული ხელახლა გამოგონება" - სამუშაო შეხვედრა - 2


2020 წლის 14 თებერვალს შედგა პროექტი და ვორქშოფის: "წეროვანის კულტურული ხელახლა გამოგონება" - მე-2 სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრაზე მოწვეული იყო წეროვანში მცხოვრები სოციოლოგი და ფოტოგრაფი თომა სუხაშვილი. მან სტუდენტებს გაუზიარა წეროვანში მცხოვრები დევნილთა პრობლემები, აგრეთვე ისაუბრა დასახლების დაგეგმარების თავისებურებაზე.

პროექტში ჩართულები არიან ფაკულტეტის ბაკალავრები და მაგისტრანტები: მარიამ ღვინეფაძე, ანა ნაცვლიშვილი, დეა ხიზაინიშვილი, გიორგი ზაქაშვილი, ანანო გობეჯიშვილი, ანანო კვაჭანტირაზე, ანი ჩუხრუკიზე, ბარბარე კიკილასვილი და სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი ნინო გოგოლაძე.

პროექტი ხორციელდება "არქიტექტურული პოეტიკის" სტუდიაში დავით ბოსტანაშვილის ხელმძღვანელობით.


  

  

  


 

სიახლეებში დაბრუნება