"წეროვანის კულტურული ხელახლა გამოგონება".

02/11/2020

2020 წლის 8 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით სტუ-ს არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე ყველა საფეხურის სტუდენტებისტვის განხორციელდება პროექტი და ვორქშოფი: "წეროვანის კულტურული ხელახლა გამოგონება".

ვორკშოპის ინიციატორები არიან ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულები ნოდარ კვანჭიანი და სალომე გუგუნავა, რომლებმაც ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ სწავლა გააგრზელეს მაგისტრატურაში მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მათი სურვილია გაგვიზიარონ ის გამოცდილება რაც მიიღეს მილანში. ასევე ვორქშოფის თანახელმძღვანელები არიან დავით ბოსტანაშვილი და ნინო იმნაძე.

ვორქშოფის შედეგები წარდგენილი იქნება არქიტექტურის კვირეულზე, რომელიც იგეგმება თებერვლის ბოლოს 24-28 თებერვალს ქ. თბილისში. კვირეულზე უცხოელი სპეციალისტები განიხილავენ აღნიშნულ პროექტს

2020 წლის 8 თებერვალს ფაკულტეტზე შედგა პირველი საინფორმაციო შეხვედრა.


 


 

სიახლეებში დაბრუნება