გიწვევთ სემინარზე Web of Science

12/05/2019

ქალბატონებო და ბატონებო,

 

ტექნიკური უნივერსიტეტი თანამშრომლობს ამერიკულ კომპანია Clarivate Analytics-სთან, რომელიც აწვდის უნივერსიტეტს Web of Science-ის მონაცემთა ბაზების პაკეტს სამეცნიერო პუბლიკაციებისა და ინოვაციების ციტირების ინდექსის ჩათვლით.

სტუ-სა და Clarivate Analytics შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე წლის 5 დეკემბერს 11 სთ-ზე გაიმართება კომპანიის წარმომადგენლის ქ-ნ ვ. სოსედოვას ლექცია / ტრენინგი შემდეგ საკითხებზე:

·         ინოვაციების ინდექსის ბაზის (Derwent Innovation Index) შესახებ;

·         ბიბლიოგრაფიის შექმნა EndNote სისტემით;

·         ავტორის პროფილის შექმნა Publons სისტემაში;

·         ანალიტიკური სისტემა InCites.

ამასთან, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია „საქართველოს სამეცნიერო პუბლიკაციებისათვის ციფრული ობიექტის ინდექსის (DOI) მინიჭების შესახებ“, მომხსენებელი: მადონა კოპალეიშვილი, ტექინფორმი.

ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო „ბათესტა“-ში, ქ. თბილისი, გ. კარტოზიას (ყოფილი ს. ცინცაძის, საბურთალოს) ქუჩა, #52,

გთხოვთ დაგვიდასტუროთ ღონისძიებაში მონაწილეობა.

 

ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მობ.: 599 343907

მობ.: 599 541416

ტელ.: 233 5315; 233 5122

ელ.ფოსტა: tech@techinformi.ge; nelly@techinformi.ge

 

 

პატივისცემით,

ზურაბ გასიტაშვილი


 

სიახლეებში დაბრუნება