საახალწლო კონკურსი

12/04/2019

არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტურ საახალწლო კონკურსს: „ქაღალდის არქიტექტურა“

„ქაღალდისგან შექმენი კრეატიული საახალწლო გირლანდა ფაკულტეტის ლოგოს ფერებში“; თემატიკა თავისუფალია!

აუცილებელი პირობა: ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს ქაღალდისგან და შესაძლებელი უნდა იყოს მისი დაკიდება ფაკულტეტის ფოიეში!

შეფასების მთავარი კრიტერიუმია: იდეა, კრეატიულობა, შემოქმედებითობა და შესრულების ხარისხი!

გირლანდამ უნდა შექმნას საახალწლო განწყობა.

ნამუშევრების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2019 წლის 23 დეკემბერი 10 საათიდან 18 საათამდე!

ადგილი: სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი; ოთახი № 401 ც (სტუდენტური თვითმართველობის ოთახი)

სტუდენტური ნამუშევრები გამოიფინება/ჩამოიკიდება 25 დეკემბერს ფაკულტეტის ფოიეში საახალწლო ნაძვისხესთან ;

დაწესებულია შემდეგი პრიზები:

სამი საუკეთესო ნამუშევრის სტუდენტს  გადეცემათ ფულადი ჯილდო და სერთიფიკატი;

კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერთიფიკატი.

გისურვებთ წარმატებას!


 

სიახლეებში დაბრუნება