გამოვლინდა „გაუჯას ეროვნული პარკის საფეხმავლო ხიდის“ საკონკურსო პროექტის გამარჯვებული

11/09/2019

Architecture competition Gauja National Park Footbridge Honorable mention - Giorgi Maisuradze

გამოვლინდა „გაუჯას ეროვნული პარკის საფეხმავლო ხიდის“ საკონკურსო პროექტის გამარჯვებული - ქართველი არქიტექტორი გიორგი მაისურაძე

2019 წლის 9 ნოემბერი.

კიდევ ერთი ჩვენი კურსდამთავრებულის გიორგი მაისურაძის წარმატება საერთაშორისო არენაზე. მან გაიმარჯვა საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში: საფეხმავლო ხიდი გაუჯას ეროვნულ პარკში. (ლატვია, რიგა)

გიორგი მაისურაძემ 2016 წელს წარმატებით დაამთავრა ჩვენი ფაკულტეტის ბაკალავრიატი, შემდეგ მან მოიპოვა სახელმწიფო სტიპენდია და სწავლა გააგრძელა მილანის პოლიტექნიკურის მაგისტრატურაზე არქიტექტურის განხრით. 2018 წელს მან დაიწყო მუშაობა რომში მასიმილიანო და დორიან ფუქსასის სტუდიაში.

ფაკულტეტი ულოცავს გიორგის გამარჯვებას!


დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ვებგვერძე: https://beebreeders.com/gnpf-hon-5-interview?fb=1&fbclid=IwAR1BnaT1aFyah_a3rxquIYoAfKqZwYz0pQznBeUT1zoXWJk6e_kM551xj1g



 

სიახლეებში დაბრუნება