პროექტი „ახალი ბანა“

07/23/2019 პროექტი „ახალი ბანა“

2019 წლის 23 ივლისს დასრულდა პროექტი „ახალი ბანა“. პროექტზე მუშაობა დაიწყო 2018 წლის სექტემბერს. ახალი „ბანას“ მშენებლობა იგეგმება ხაშურის მიმდებარე ტერიტორიაზე სურამის და ხაშურის ეპარქიის მიტროპოლიტი სვიმეონის თაოსნობით. ტავად იდეა ეკუთვნის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია 2-ს და იგი უნდა გახდეს საქართველოს გაერთიანების სიმბოლო. თავად ადგილი შეირჩა სპეციალურად, რადგან იგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს საზღვარია. ახალი ბანა არის ტაოკლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ბანას ასლი, ხოლო ახალი პროექტით გათვალისწინებულია, უზარმაზარი კომპლექსი, როგორც ცენტრი სასულიერო და საერო მოღვაწეობისთვის. კომპლექსში გათვალისწინებულია სახელოვნებო, სამეცნიერო, სასაწავლო, ხალხური რეწვის და კულტურის ობიექტები. პროექტის ავტორები ვახტანგ ნოსელიძე და შალვა ხუციშვილი. ხელმძღვანელები ბესარიონ ტატიშვილი, გიული გეგელია და ნინო იმნაძე.

 

სიახლეებში დაბრუნება