შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან

09/17/2019

ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის „მმართველობისა და თემატური
პრიორიტეტების განსაზღვრა 2020 წლის შემდეგი პერიოდისათვის“


2019 წლის 17 სექტემბერს სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის
ფაკულტეტზე შედგა შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრას ასევე
ესწრებოდნენ ხარისხის განვითარების ხელმძღვანელი, პროგრამების კორდინატორი და
დეპარტამენტების ხელმძღვანელები. შეხვედრის მიზანი იყო ბოლონიის სამეთვალყურეო
ჯგუფის (BFUG) მიერ ბუქარესტის 2019 წლის აპრილის შეხვადრაზე წარმოდგენილი
კონცეფციის: „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მომავალი: გვახსოვდეს წარსული,
განვჭვრიტოთ მომავალი“ განხილვა. აღნიშნული კონცეფციის მიზანი და ამოცანაა უმაღლესი
განათლების სივრცის „მმართველობისა და თემატური პრიორიტეტების განსაზღვრა 2020
წლის შემდეგი პერიოდისათვის“. რა ძირითადი ცვლილებები იქნება აუცილებელი
უმაღლეს განათლებაში, იმისათვის, რომ 2030 წლისთვის უნივერსიტეტებს მიეცეთ
შესაძლებლობა, შეასრულონ ფუნდამენტური როლი საზოგადოების ფორმირებაში.
ბუხარესტის შეხვედრაზე შემოთავაზებული პრიორიტეტები დაჯგუფებდა შვიდ ზოგად
თემად:
  • უმაღლესი განათლების სოციალური როლი
  • ჩართულობა უმაღლეს განათლებაში
  • ინოვაციური, მოქნილი და სათანადო სწავლა და სწავლება
  • მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლა
  • დიგიტალიზაცია
  • ინტერნაციონალიზაცია და მობილობა
  • მმართველობა და ავტონომია
ფაკულტეტი ეთახმება ზემოთჩამოთვლილ პრიორიტეტბს, თუმცა ერთიანი ევროპული
უმაღლესი განათლების სივრცის შემდგომი განვითარებისთვის უპირატესად აღინიშნა მეოთხე
თემა: ინოვაციური, მოქნილი და სათანადო სწავლა და სწავლება, აგრეთვე სამომავლო
განვითარებისათვის მნიშვნელოვნად მიაჩნია ინტერნაციონალიზაცია და მობილობა.

 

სიახლეებში დაბრუნება