შეხვედრა დამსაქმებლებთან

05/13/2019 შეხვედრა დამსაქმებლებთან

2019 წლის 13 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე შედგა შეხვედრა მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე ადგილობრივი კომპანიების ხელმძღვანელებთან: მ. ნაცვლიშვილთან (დიზაინერული სალონი); ნ. ოჩიგავასთან (ინდ. მეწარმე); მ. გიგანთან (ინდ. მეწარმე); ს. გვიმრაძესთან (ინდ. მეწარმე); ბ. ბუცხრიკიძესთან (დიზაინერული სალონი, შ.პ.ს. -  ANI DATUKISHVILI); მ. სამხარაძესთან (ინდ. მეწარმე); მ. გოგინაშვილთან (კომპანია შ.პ.ს.“უნისტილი“);  გ. ბურჭულაძესთან (შ.პ.ს. “სტიმული“); ნ. ვახტანგაძესთან (შ.პ.ს.“ნაკა“). ფაკულტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პროფ. ნ. ხაბეიშვილი, დეპარტამენტის უფროსი პროფ. თ. ჩიგოგიძე, ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი ასოც. პროფ. გ. ნაცვლიშვილი, საბაკალავრო პროგრამის „სამოსის დიზაინი“ განმახორციელებლები: პროფ. ლ. ლურსმანაშვილი (პროგრამის ხელმძღვანელი), ასოც. პროფ. ნ. ფხაკაძე, ასისტ. პროფ. ლ. გერგეშელიძე, მოწვეული მასწავლებლები ნ. გზირიშვილი, გ. ალოევა, თ. ვაშაკიძე.
შეხვედრაზე მთავარ საკითხად განიხილებოდა მოდის სფეროში არსებული ის გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია შრომის ბაზარზე პროფესიული, საინჟინრო უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტების ნაკლებობასთან. მიმდინარეობდა დებატები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: პრობლემები სამოსის წარმოების სფეროში; დარგისთვის საჭირო კადრისადმი წაყენებული ძირითადი მოთხოვნები; სწავლების დონის ამაღლების საშუალებები და ა.შ.
შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის შემდეგი ეტაპები. 









 

სიახლეებში დაბრუნება