არქიტექტურული კონკურსი სტუდენტებისთვის

04/20/2019

არქიტექტურული კონკურსი სტუდენტებისთვის
თემა:“ზემო ნიქოზის ხელოვნების სახლი



20.04.2019 სასწავლო წელს ცხადდება კონკურსი „ზემო ნიქოზის ხელოვნების სახლის პროექტი“. ზემო ნიქოზი მდებარეობს შიდა ქართლში, ცხინვალის სამხრეთით 1 კმ–ში (საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე). აქ უძველესი საეპისკოპოსო მე–5 საუკუნეში, მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ არის დაარსებული. სოფელში დგას ეპარქიის საკატედრო ტაძარი „ღვთაება“ ამაღლების სახელობისა (მე–V საუკუნე), იქვეა ეპისკოპოსის სასახლე (IX-XI ს.)

 2008 წლის ომის მერე, იაპონიის საელჩოსა და ამერიკული ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრები”-ის დახმარებით, მონასტერთან დაარსდა  ნიქოზის წმ. ალექსანდე ოქროპირიძის ხელოვნების სკოლა.
ნიქოზში  2011 წლიდან დაწყებული ყოველწლიურად იმართება, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“. წლიდან წლამდე  ეს ფესტივალი უფრო და უფრო პოპულარული ხდება.  

 ომის შედეგად, ნგრევის  და გაპარტახების  საპირისპიროდ ზემო ნიქოზში უნდათ ხელოვნების სახლის აშენება, რომლისთვისაც განკუთვნილია წმ. ალექსანდე ოქროპირიძის ხელოვნების სკოლის გვერდითა ტერიტორია (ამჟამად ეს ტერიტორიები გაერთიანებულია).

ტერიტორია - 20 X 25 მ

დარბაზი 180 -250 კაცზე;

ჰოლი;

WC-ები;

ბუფეტი; 

საგრიმიორო ორი ოტახი 10–10  მ2;

რეკვიზიტების ოთახი (შესაძლოა სარდაფი?) 20-25 მ2;

კინო-საპროექციო 10-15 მ2;

დეკორაციებისთვის სივრცე;

ზემოთ შესაძლოა სამხატვრო სახელოსნო, აივანი და საათი

სასურველია სკოლასთან ჰქონდეს კავშირი(I სართულიდან)

P.S. სასურველია იყოს ნაშენი რიყის ქვითა და აგურით, გათვალისწინებული ნიქოზის ორიგინალური სამრეკლოს ფორმები;

პროექტის შესრულება რეკომენდირებულია მე–3, 4 კურსის სტუდენტებისთვის. მსურველებს შეუძლიათ გამოყენონ საკურსო დავალების შესასრულებლად საგანში:
„არქიტექტურული პროექტი“ და „საბაკალავრო პროეტი (არქიტექტურა)“

 პროექტის ჩაბარების ვადები: 2019 წლის 1 ივლისი არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტში. 
დაწესებულია პრიზები:

  I ადგილი – 300 ლარი;

  II ადილი 200 ლარი

  III ადილი 100 ლარი

  დაინტერესებულ სტუდენტებს მასალების მისაღებად მიმართედ ფაკულტეტის დეკანს ნინო იმნაძეს

  მასალები იხილეთ მიმაგრებულ ფაილზე.

ნიქოზის ხელოვნების სახლის გენგეგმა 1000-იანი
ნიქოზის ხელოვნების სახლის საკადასტრო 500-იანი









 

სიახლეებში დაბრუნება