საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

06/07/2019

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქიტეტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“



2019 წლის 7 ივნისს არქიტექტურის ფაკულტეტის მოწვევით საერთაშორისო კონფერენციის „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ ფარგლებში საქართველოში ჩამოდის არქიტექტურის კრიტიკოსი, ცნობილი ჟურნალისტი, არქიტექტორი ვლადიმერ ბელოგოლოვსკი.
 ის არის კონტინენტშორისი კურატორული პროექტის დამფუძნებელი, რომელიც კონცენტრირებულია არქიტექტურული გამოფენების ორგანიზაციაზე და დიზაინზე.
მას გამოშვებული აქვს ორასზე მეტი სტატია და ხუთი წიგნი.

ვლადიმერ ბელოგოლოვსკი თბილისში ჩაატარებს წიგნის „ნიუ-იორკი: არქიტექტურული გიდი: „1999-2020 პერიოდის  ნიუ იორკის 100 იკონიკური შენობის კრიტიკული ექსკურსი“ პრეზენტაციასა და საჯარო ლექციას თემაზე  - „ძირითადი ეტაპები და ტენდენციები თანამედროვე არქიტექტურაში.“

საჯარო ლექცია ჩატარდება ტექნოპარკის საკონფერენციო სივრცეში.

მის: TECH PARK GEORGIA,  ინოვაციის ქ. 7, ოქროყანა

საათი  - 18:15  - 20:30



 

სიახლეებში დაბრუნება