კომპანია „ეუროფასადი“

04/17/2019 კომპანია „ეუროფასადი“ სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს

17 აპრილი 2019 კომპანია „ეუროფასადი“ არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს არქიტექტურული პროექტის შესაქმნელა. თემა: ეუროფასადის ახალი ოფისი და შოურუმი.  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სწავლების ყველა საფეხურის სტუდენტს. აქციის მთავარი მიზანია სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევაბის განვითარება და რეალურ პროექტზე მუშაობის გამოცდილების შეძენა. 

კონკურსის პირობები:
•მოცემული აზომვითი ნახაზის და გეგმის შესაბამისად 2019 წლის 8 მაისამდე უნდა გაიგზავნოს ინტერიერის და ფასადის რეკონსტრუქციის პროექტი, არანაკლებ სამი რენდერის თანხლებით მეილზე info@eurofasad.ge
აუცილებელია პროექტს თან ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: 
•კონკურსანტის(ან კონკურსში მონაწილე ჯგუფის) სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ სტუდენტებს)
•საკონკურსო პროექტები მიიღება კონკურსის გამოცხადების დღიდან 2019 ლის 8 მაისამდე
•გამარჯვებულები გამოვლინდებიან კონკურსის ჟიურის მიერ 2019 წლის 10 მაისს.

პრიზები:
1. პირველ ადგილზე გასული დასაჩუქრდება 1500 ლარით;
2. მეორე ადგილზე გასული დასაჩუქრდება 1000 ლარით;
3. მესამე ადგილზე გასული დასაჩუქრდება 500 ლარით

გაითვალისწინეთ:
•საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ მიღებული პროექტები აღარ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას 

კონკურსზე წარდგენილ პროექტებს შეაფასებს ჟიური:

•საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი ნინო იმნაძე;
•სტუ ს პედაგოგი: არქიტექტორი ვასილ ქობულია;
•კომპანია „ეუროფასადის“ დირექტორი ბესიკ საბაშვილი-ჟიურის თავმჯდომარე;
•კომპანია ეუროფასადის ტექნიკური დირექტორი ანდრეი სლაძევსკი;
•თსსა პროფესორი,არქიტექტორი ზაქარია ქურდიანი
•თსსა პროფესორი ნოდარ ამაშუკელი
•თსაა პროფესორი გიორგი ჩხაიძე
•ილიას უნივერსიტეტის ორი პედაგოგი 

გადმოიწერეთ კონკურსისთვის აუცილებელი მასალები მიმაგრებული ფაილებიდან ან ეწვიეთ ვებგვერდს: 

ფეისბუქ გვერდი: EuroFasad Georgia
http://eurofasad.ge/%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%...


http://eurofasad.ge/%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%...




 

სიახლეებში დაბრუნება