კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი

04/12/2019 Caucasus Network for Sustainable Development of Mountain Regions – Sustainable Caucasus
კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი – მდგრადი კავკასია
12.04.2019 წ.

კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „კლიმატის ცვლილებებისადმი საადაპტაციო შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამა წლის 30 ოქტომბერს – 2 ნოემბერს კავკასიის მთის მეორე ფორუმი, რომლის მასპინძელია ანკარის უნივერსიტეტი, თურქეთი.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე 2019 წლის 16 აპრილს (სამშაბათს) 12 საათზე 405ც აუდიტორიაში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან, მკვლევარებთან, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებთან და ყველა დაინტერესებულ პირთან.
დასწრება სავალდებულოა. 


 

სიახლეებში დაბრუნება