საერთაშორისო ფორუმი

03/01/2019

 2019 წლის 1-2 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი საერთაშორისო ფორუმს – “მიწათსარგებლობა და ურბანული დაგეგმარების პრაქტიკები ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ქალაქებში” – უმასპინძლებს.
 
საერთაშორისო ფორუმი "მიწათსარგებლობა და ურბანული დაგეგმარების პრაქტიკები ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ქალაქებში" ინტერდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაა.

  წელს ფორუმის მიზანია განიხილოს ის ურბანული პრაქტიკები და კონცეფციები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების საპასუხოდ ინერგება. ამ თვალსაზრისით, ფორუმის ფარგლებში ვიმსჯელებთ, ერთის მხრივ, ურბანული დაგეგმარების ადგილობრივად ჩამოყალიბებულ ჩვევებსა და გზებზე და, მეორეს მხრივ, ევროკავშირის ღირებულებების ქალაქგეგმარებაში გადატანაზე; ასევე ექსპერტიზის, კვლევისა და განათლების საკითხებზე.

  ფორუმი ორგანიზებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ, სსიპ “შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის” გრანტის ფარგლებში. ღონისძიებას მხარს უჭერს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დავალებით GIZ-ის მიერ განხორციელებული პროექტი – „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“. ფორუმს აშუქებს საცხოვრისისა და სივრცითი პოლიტიკის პოლონეთის ეროვნული ინსტიტუტის საერთაშორისო, სამეცნიერო, რეფერირებადი ჟურნალი ‘Urban Development Issues’.
ფორუმის მხარდამჭერები არიან საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, ვებგვერდი „სითი კვირა“.

  დასწრება თავისუფალია.

 რეგისტრაცია: https://www.uforumtbs.com/copy-of-participate-1?lang=ka

 სესიების განრიგი: https://www.uforumtbs.com/copy-of-agenda?lang=ka




International Forum 'LAND USE AND URBAN PLANNING PRACTICES IN CITIES OF EU ASSOCIATED COUNTRIES' It is an interdisciplinary international scientific event.
 
This year the goal of the international forum is to analyze the concepts and practices of urban planning, which have been employed as a response to the Association Agreement. The theme of the forum enables discussions on the representation of local behaviors and EU values; questions of expertise and education; and of ideas and methods.


Attendance is free.
Registration: https://www.uforumtbs.com/copy-of-participate-1?lang=en

Agenda: https://www.uforumtbs.com/copy-of-agenda?lang=en


 

სიახლეებში დაბრუნება