პროექტი „ახალი ვარჯაანი“

02/15/2019
  • პროექტი „ახალი ვარჯაანი“
2019 წლის 15 თებერვალს სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის 405 ც აუდიტორიაში 16 საათზე შედგა შეხვედრა ექიმ ლევან ჩოლოყაშვილთან, რომელმაც სტუდენტებს და პედაგოგ–მასწავლებლებს წარუდგინა პროექტი–კონცეფცია „ახალი ვარჯაანი“. ნაჩვენები იყო ასევე პატარა სიუჟეტი სოფლის ისტორიის შესახებ: ერთ დღე ღამეში დაცლილი სოფელი და დაბრუნება 60 წლის შემდეგ. პროექტის წარდგენის მიზანია სტუდენტების ჩართავა სოფლის კონცეფციის შემუშავებაში. პრეზენტაციია შემდეგ გაიმართა ცხარე დისკუსია სტუდენტებსა და პროექტის ავტორს შორის. სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან ამ საინტერესო იდეის სოფელი „ახალი ვარჯაანი“ კონცეფციის შემუშავებაში. 

  


 

სიახლეებში დაბრუნება