საჯარო ლექცია თემაზე:

12/21/2018 საჯარო ლექცია თემაზე: „საქალაქო სატრანსპორტო სისიტემის მიმოხილვა“

2018 წლის 21 დეკემბერს სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის 405 ც აუდიტორიაში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „საქალაქო სატრანსპორტო სისიტემის მიმოხილვა“ ვუჩიკის წიგნის: „Transportation for livable cities” მიხედვით. მოხსენება გააკეთეს არქიტექტორმა გიორგი კიღურაძემ და ურბანისტმა პავლე მაისურაძემ. 
ლექციაზე განხილული იყო სატრანსპორტო პრობლემები ქალაქში, თუ როგორ უნდა ითვალისწინებდეს ქალაქის კონცეფცია ტრანსპორტს. ლექციის მსვლელობისას განხილული იყო სხვადასხვა ქალაქები. ნაჩვენები იყო თუ როგორ შეიცვალა ქალაქი მე–19 საუკუნიდან დღემდე. განხილული იყო ასევე თბილისი და თბილისის მერიის მიერ გატარებული ღონისძიებები ქალაქში.

 

სიახლეებში დაბრუნება